შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.

ბიტლზ კლუბი

კოსტავას ქ. 25, თბილისი

ზოგადი აღწერილობა

კლუბი ფანების მიერ არის შექმნილი და ლეგენდალური მუსიკოსების სული აქ ნამდვილად სუფევს ნივთების, ფოტოების და ნახატების სახით. თავდაპირველად ცოცხალი დაცვის გავლა მოგიწევს. თუ 18 წლამდე ხარ, ამას ნურც ეცდები. დაცვის გავლის შემდეგ თამამად შეგიძლია ჩაუყვე ხის კიბეებს, რომლის ქვეშაც, შუშის პატარა მუზეუმია მოწყობილი, სადაც ინახება The Beatles ჯგუფის წევრების მაიკები, ფირფიტები, გულსაბნევები მათი გამოსახულებით და აღმოჩნდები დიდ დარბაზში, რომელიც სამად არის გაყოფილი: პირველ დარბაზში არის სცენა. სცენა ზუსტი კოპიოა ლივერპულში არსებული იმ ტავერნასი, სადაც პირველად გამოდიოდა ლეგენდალური ჯგუფი. მეორე დარბაზს ამშვენებს სერჟანტ პეპერსის პანო, სადაც ჯგუფის ოთხივე წევრი სამხედრო ფორმაში გამოწყობილან. შეხვდებით ლენონის გიტარის ზუსტ კოპიოს და ჯგუფის წევრების ფოტოებს. მესამე, ბარის დარბაზი ისეა გაწყობილი, რომ ზუსტად ასოცირდება იმ ცნობილი მულტფილმთან, რომელსაც "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჰქვია და სადაც მთავარი პერსონაჟები The Beatles ჯგუფის ოთხივე წევრია. სამზარეულო კლუბში შერეულია, ქართულ-ევროპული და ეგზოტიკური. მენიუ მრავალფეროვანია და გარწმუნებ ყველაფერი ზედმიწევნით მსუყე და გემრიელია. აქვთ საფირმო ნაყინი, საფირმო კერძი და საფირმო კოქტეილი The Beatles. ლეგენდალური ჰგუფის წევრების დაბადების დღეებს განსაკუთრებით აღნიშნავენ კლუბში. ამ დღეებში თქვენთვის იმღერებს ცოცხლად ჯგუფი "ბლიცი" (ჯგუფი 5 წელი მოღვაწეობდა ლონდონში და მრავალი ჯილდოც აქვს აღებული. კლუბში, ხშირად, დღის საათებში ტარდება როკ-ფართი. იყავი ყურადღებით არ გამოგეპაროს, აუცილებლად მოგეწონება. საღამოს 8 საათზე კლუბი იხსნება The Beatles სიმღერებით, რომლის შენდეგ, დიჯეი აქტიურად შეუდგება თავის საქმეს, დაგატკბობთ როგორც 60 წლების ჰიტებით, ასევე თანამედროვე ჰიტებითაც და შენ შეგიძლია დილის ექვს საათამდე წაქცევამდე იცეკვო. დღის საათებში კლუბი იწვევს როგორც პატარებს, ასევე მოზარდებს დაბადების დღის აღსანიშნავად. ამ საათებში კლუბი მთლიანად მათ განკარგულებაში იქნება. მოკლედ, ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია მეგობრებთან ერთად კარგად გაერთო, მოუსმინო დახვეწილ მუსიკას და მიირთვა უგემრიელესი კერძები.

სურათები

ადგილმდებარეობა რუქაზე

დეტალები

  • კატეგორია

    თბილისი » ღამის კლუბები

  • საქმიანობა

    ღამის კლუბი

  • პროდუქტები

    ქართულ-ევროპული სამზარეულო, გართობისთვის, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის

  • გარემო

    სასიამოვნო გარემო, ცყნარი მუსიკა, ღამით ხმამაღალი მუსიკა, DJ,

  • განსაკუთრებული მომსახურება

    • ბარი
    • პარკინგი
    • კონდიცირება
    • ტელეფონი
    • სამზარეულო
  • სპეციალობები

    Beer Ball, სასმლის რულეტკა, კვირას მუსიკა ცოცხალი შესრულებით 22:00 დან 24:00 მდე 24:00 საათის შემდეგ დისკოტეკა, 100 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, საჩუქრად მაისურები "The Beatles" ფოტოებით

  • ადგილმდებარეობა

    ვერა

  • სამუშაო საათები

    ყოველდღე, 20:00-ბოლო სტუმრის წასვლამდე

  • ვარსკვლავების რაოდენობა

    3

საბანერო რეკლამა!