ზოგადი აღწერილობა
შატო მერე ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა და 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით „ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის.
ღვინის კომპანიასთან ერთად, შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი, ღია ჯაკუზი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით.
ღვინის წარმოების გარდა, კახეთის რეგიონი ისტორიული წარსულითაც გამოირჩევა. აქ დღემდე ბევრი ღირსშესანიშნაობაა შენარჩუნებული. ამ ძეგლების უმეტესობა - იყალთოს აკადემია, გრემი, ახალი და ძველი შუამთა, ალავერდი, ერეკლე მეორისა თუ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები - სწორედ შატო მერეს სიახლოვეს მდებარეობს.
შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, საუკეთესო მომსახურება და ფასები ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის. ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად შატო მერეში გატარებული ერთი დღეც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
სურათები
დეტალები
-
კატეგორია
»
საქმიანობა
სასტუმრო
პროდუქტები
ქართული სამზარეულო, დასვენება, ღვინის დაგემოვნება
გარემო
წყნარი, ქალაქიდან მოშორებით, ლამაზი ხედებით
ადგილმდებარეობა
თელავი
სამუშაო საათები
24/7
ვარსკვლავების რაოდენობა
5
შეფასება
loading...
loading...
კომენტარები
დააკომენტარეMynWrFcyy1b
loading...