ქ. წამებულის გამზ. 29ა, თბილისი
322 30 30 30ვებ–გვერდიმეტეხის ჩრდილში - ეს მუზეუმ - რესტორანი უფროა თავისი ეთნოგრაფიული ინტერიერით და რეტრო შინაარსით.. აქ დაგხვდებათ "ბარათაშვილის დროინდელი ტფილისი", ვიწრო ქუჩაბანდებითა და აივნებით. რესტორნის კონცეფცია და დეკორი სპექტაკლ "მეტეხის ჩრდილში" სცენოგრაფიაზეა აწყობილი. თუ ნამდვილი ქართული ქეიფი მოგენატრათ, თქვენი ადგილი რესტორნის დარბაზშია - საღამოს აქ გელით ცეცხლოვანი ქართული ცეკვა და სიმღერები ცოცხალი შესრულებით. თუ მოლხენა მეგობრების ვიწრო წრეში გსურთ, რომელიმე მომცრო ოთახი აირჩიეთ - ფაფახიანი, მეთევზე, ძველი თბილისი, ყასაბი ან აზიური. თბილისური თბილი საღამოს გატარება მტკვარზე გადაშლილ ვერანდაზე სჯობს. უგემრიელესი სეზონური და საფირმო კერძების დაგემოვნების შემდეგ დესერტად, ეკლექტურად, ცოტა უცხოურიც გამოურიეთ - მიირთვით ფლამბირებული ბანანი და დატკბით სანახაობით, როცა მას თქვენს თვალწინ მოამზადებენ.
ი. აბაშიძის ქ. 32, თბილისი
32 222 40 83ვებ–გვერდი"ლე მარე" - მშვიდი და თბილი გარემოა თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენი მეგობრებისთვის. საუკეთესო ადგილი საქმიანი შეხვედრებისთვის, კორპორატიული საღამოებისთვის, მეგობრებთან ერთად წყნარ გარემოში ფრანგული სამზრეულოს დასაგემოვნებლად.
ერეკლე მეორეს მოედანი 3
570 10 09 60ვებ–გვერდირესტორანი ,,გრუზბეკი“ წარმოადგენს უზბეკურ რესტორანს, სადაც ყოველი კერძი მზადდება უზბეკი მზარეულების მიერ.
მტკვრის მარჯვენა სანაპირო ბელიაშვილის ქ, თბილისი
254 06 09ვებ–გვერდილუდის მოედანი გამორჩეულია თავისი განუმეორებელი არქიტექტურითა და დიზაინით, დარბაზში იხილავთ საინტერესო ელემენტებს. ახლისა და ძველის სინთეზი
გორგასლის ქ. 7, თბილისი
322 30 30 30ვებ–გვერდიიცით სად არის ყველაზე გემრიელი ხინკალი და სად წაიხემსებ ყველაზე სწრაფად - მასპინძელო!-ში. ეს არის სახინკლე-რესტორნების ქსელი დროული, თუმცა ბარაქიანი მომსახურებით. აქ სტუმრობენ ისინი, ვისაც უყვარს ქართული, ტრადიციული, ოჯახური სამზარეულო და სიძველესთან შეხება. აქ ხინკალს სულ სხვანაირი გემო აქვს, აი ისეთი, ხევსურეთში რომ მოახვევენ და ცხელ-ცხელს მოგართმევენ.. აქაურ ხინკალს ნაოჭიც ოცდათორმეტი აქვს არტოდის, შატილისა და არხოტის საცალფეხო ბილიკების სიმბოლოდ. თუ მასპინძელო!-ს ბამბის რიგში საღამოს ესტუმრებით, ნამდვილი, კარგი ქართული მუსიკის "გემოსაც" გაიხსენებთ.
გორგასლის ქ. 7, თბილისი
322 30 30 30ვებ–გვერდიშეაბიჯებთ თუ არა რესტორან პურის სახლში, "სათონე"-ში აღმოჩნდებით. აქ თქვენს თვალწინ აცხობენ გრძელ კახურ შოთსა და მრგვალ თხელ მადაურს, თონეშივე ამზადებენ ლეჩხუმურ ლობიანსა და ხაჭაპურს. ყოველ საღამოს ჟღერს ქართული ქალაქური მუსიკა ცოცხალი შესრულებით. დარბაზში "სათავადო" აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, ღუმელში გამომცხვარი ზუთხი "სათავადო" დააგემოვნოთ, მით უმეტეს, რომ მას თავად შეფ-მზარეული მოგართმევთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქაური კულინარია მხოლოდ შედეგით როდი გასიამოვნებთ. თუ ოდესმე ერთხელ მაინც საკუთარი ხელით თონეში ჩაკრული პურის გემო არ გაგისინჯავთ, პურის სახლში ამის გამოცდილებას ნებისმიერი მსურველი მიიღებს.
ჩაეწერე ღონისძიებაზე და ელექტრონულ ფოსტაზე მიიღე სიახლეები.
"В этом ресторане нет понятия гостя, вежливости, приветственого обслуживания, деликатности. столы пусты, нигде не найдете табличку ..." წაიკითხე მეტი
"დიდი მადლობა ლამაზი საღამოსთვის " წაიკითხე მეტი
"უგემრიელესია ყველაფერი. თავი იტალიაში მეგონა. " წაიკითხე მეტი
"მომწონს გარემო ... ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებითაც :) " წაიკითხე მეტი
"ულამაზესი ადგილია ფანტასტიური ხედით. სამწუხაროდ ხმა-მაღალი მუსიკა შეუძლებელს ხდის ამ ხედით დატკბობას. უცხოელი სტუმრები მყავდა და ერთმანეთის ხმა არ გვესმოდა, ..." წაიკითხე მეტი
"dzalian tbili da myudro garemo ... umaglesi xarisxis momsaxureba...dzalian momewona " წაიკითხე მეტი
"dzaan magari testorani, umagresi picit:))) " წაიკითხე მეტი
"dzalian magariii restorania,mkudro da sasiamovno garemoa,dasasveneblad sauketeso adgilia " წაიკითხე მეტი
© 2012 Bsmart, საავტორო უფლებები დაცულია.