იანვარი 27, 2013 7:45 pm - იანვარი 27, 2013 9:20 pm
სად?რუსთაველის გამზ. #17, რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა), თბილისი
ფასი?6,7,8,9,10,12 GEL
ღონისძიების აღწერათამაზ ჭილაძე
ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად
რეჟისორი – რობერტ სტურუა
მონაწილეობენ – გოგა ბარბაქაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ზუკა პაპუაშვილი, ია სუხიტაშვილი, ზაზა ბარათაშვილი, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი
სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები ი. ს. ბახის, ფ. ჩერჩილის, ჰ. სტოტჰარტისა და ჰ. რუბის მუსიკალური ნაწარმოებებიდან
სპექტაკლის შესახებ:
“შენ გგონია მე ვხედავ რამეს, ანდა ვინმე მხედავს? იქნებ მეც მოჩვენება ვარ, აჩრდილი, უცნობი ტაკიმასხარას აჩრდილი…” თამაზ ჭილაძე “ნადირობის სეზონი” “მსუბუქი და მახვილგონივრულია რეჟისორის თხრობა, დამაფიქრებელია “სტურუას თეატრის” აღსარება, მისი ფარული საფარველით გამჟღავნებული მორალიტე… სტურუა თავისი თეატრის პრინციპების ერთგულია ახლაც, გულისნადებს პედალიზებული ფრაგმენტულობით გვიმხელს, ამ “სასცენო შაირის” ქვეტექსტის ქვეტექსტი ჭეშმარიტებასავით მარტივია – “თუ კაცნი გვქვიან…” ამ იგავის სიმარტივე ისიცაა, რეალობის რადიუსს მიღმა რომ გვახედებს, უფრო დიდი და შეუცნობელი რეალობის ჰორიზონტს რომ გვიახლოებს.” ნათელა არველაძე
(+995 32) 272 68 68