ნოემბერი 17, 2012 8:00 pm - ნოემბერი 17, 2012 10:00 pm
სად?კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი
ფასი?უფასო
ღონისძიების აღწერაურიელ აკოსტა
ტრაგედია 3 მოქმედებად
მთარგმნელი ვალერიან გაფრინდაშვილი
დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
„ურიელ აკოსტას“ პრემიერა 1929 წლის 2 თებერვალს შედგა. პირველ აწ უკვე ლეგენდარულ სპექტაკლში, უდიდესი მსახიობები მონაწილეობდნენ, ურიელ აკოსტას– უშანგი ჩხეიძე, ხოლო ივდითს ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა.
1962 წელს ვერიკო ანჯაფარიძის მიერ აღდგენილ იქნა სპექტაკლი. განახლებულ ვარიანტში უშანგი ჩხეიძე პიერ კობახიძემ შეცვალა.
1972 წელს სპექტაკლი კვლავ განაახლა ვერიკო ანჯაფარიძემ. ივდითს–სოფიკო ჭიაურელი, ხოლო ურიელ აკოსტას კოტე მახარაძე ასრულებდნენ.
1991 წელს სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი. ამჯერადაც შეიცვალნენ მსახიობები.
ურიელ აკოსტა ითამაშა ზურა სტურუამ, ხოლო ივდითი– ნინო დუმბაძემ.
2006 წელს ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის ინიციატივითა და თეატრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით კვლავ მოხერხდა ამ ლეგენდარული სპექტაკლის აღდგენა. ამჯერად მაყურებლის წინაშე სპექტაკლს მსახიობთა უკვე მეოთხე თაობა წარადგენს.