შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.
211096_438987476137180_1588385843_n

Georgian Young Greens

(კატეგორია: თბილისი) როდის?

ოქტომბერი 17, 2012 5:00 pm - ოქტომბერი 17, 2012 10:00 pm

ფასი?

უფასო

ღონისძიების აღწერა

სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ და ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფი – Food Not BombsTbilisi ვუერთდებით „მსოფლიოს ახალგაზრდა მწვანეების“ (Global Young Greens), საერთაშორისო კამპანიას და ინფორმაციული აქციის “Food Not Bombs“ სახით საქართველოს პარლამენტის ახალ შემადგენლობას მოვუწოდებთ, აქტიურად დაიწყოს მუშაობა სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამასთან, აქცია საზოგადოებაში სიღარიბის გამომწვევ მიზეზებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდის მიზანს ემსახურება.

აქციის მონაწილეები 17 ოქტომბერს, 16:00 საათიდან შეიკრიბებიან მეიდანზე, რომელიც წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთი ტურისტულ ცენტრს კვების ობიექტების უხვი რაოდენობით. სწორედ ამიტომ, ახლგაზრდა მწვანეებისა და ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფ „Food Not Bombs“ აქციის – „საკვები ბომბების ნაცვლად“ სახით გავაპროტესტებთ საკვები რესურსების არარაციონალურ მოხმარებას და ჩვენის მხრივ აგროკულტურული მეწარმეებისგან შეგროვებული ნაკლებ ‘ესთეტიური’ ბოსტნეულისა და ხილის პირველადი ან მომზადებული საკვების სახით მოვახდენთ დისტრიბუციას მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც მსგავსი საჭიროება გააჩნია.

აქციაზე დარიგდება საინფორმაციო ფლაერები ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ჩვენი აქცია მსოფლიო ახალგაზრდა მწვანეების სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ნაწილია, რომელიც ერთდროულად ათეულობით ქვეყანაში აიღებს სტარტს.

ხარ დაინტერესებული? კი *უნდა იყო დარეგისტრირებული თანხმობის მისაცემად.
  • ვინ არიან დაინტერესებულნი? (0)

    See more
  • Statistics

    • Statistics is available only for events with at least 4 interested users.
  • მზგავსი ღონისძიება