მარტი 11, 2013 6:30 pm - მარტი 11, 2013 8:30 pm
სად?ტაბიძის 3/5, ფესტივალი - რესტორაცია დივანი, თბილისი
ფასი?უფასო
ღონისძიების აღწერაSolar Mamas (2012) წარმოადგენს დოკუმენტურ ფილმს რაფეაზე, გაუნათლებელ ქალზე, რომელსაც არასდროს დაუტოვებია თავისი პატარა კარვების სოფელი იორდანიაში. ფილმში, რაფეა მოგზაურობს ინდოეთში რათა გახდეს ინჟინერი მზის ენერგეტიკის დარგში, იმ იმედით, რომ დაბრუნდება მშობლიურ სოფელში და დაეხმარება მას გახდეს მდგრადი და თვითკმარი. მაგრამ, ელექტრო კომპონენტების შესწავლა ინგლისური ენის წერა–კითხვის ცოდნის გარეშე რაფეასთვის ყველაზე ადვილ პრობლემას წარმოადგენდა. მის წინაშე მრავალი გამოწვევა იყო, მათ შორის, კურსის დამთავრების სურვილის შემთხვევაში, საკუთარი შვილების დაკარგვის საფრთხეც.
ჩვენება და დისკუსია ტარდება CENN–ის „მწვანე კაფეს“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ყველასათვის ღია ყოველთვიურ ღონისძიებას და მიზნად ისახავს იმ სოციალური და კულტურული რეალობების განსაზღვრას, სადაც ჩანერგილია ჩვენი დროის გარემოს დაცვის მწვავე საკითხები. ამ ღონისძიებების სტრუქტურა მარტივია: ფილმის ჩვენება ან პრეზენტაცია, რომელსაც მოსდევს დისკუსია, რაც ხელს შეუწყობს ფილმებსა და პრეზენტაციებში ასახული საკითხების საჯარო განხილვას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ღონსძიება ჩატარდება თბილისში, ბარ–რესტორან „დივანში“, მისამართი: ტაბიძის ქ. 3/5, 11 მარტს 18:30–დან 20:30–მდე. დოკუმენტური ფილმის ჩვენებამდე გაკეთებული იქნება მოკლე შესავალი ქართულ ენაზე. ფილმის გასაგებად და დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@cenn.org ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.cenn.org
ორი ეგვიპტელი კინორეჟისორის, ჯოჰან ნოუჯაიმისა და მონა ელდაიეფის დოკუმენტური ფილმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ–გვერდს http://www.rafeasolarmama.com/ ან უყურეთ ტრეილერს: http://vimeo.com/48920030#
+995 599 01 88 84