ნოემბერი 21, 2012 7:00 pm - ნოემბერი 21, 2012 9:00 pm
სად?ტაბიძის 3/5, ფესტივალი - რესტორაცია დივანი, თბილისი
ფასი?უფასო
ღონისძიების აღწერა21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე, ნინო ბასილიას ახალი რომანის “პლასტმასის ნერვის” პრეზენტაცია–პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეატრისა და კინოს მსახიობები, და რომელსაც დაასრულებს მომღერალი ელენე კალანდაძე.
ნინო ბასილია – რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი. სცენარის ავტორია ქართული და რუსული მრავალსერიანი ტელეფიმებისა “მტვრის გემო”, “კარუსელი”. თბილისის თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე დაიდგა მისი პიესები “თაგვი” და “ლიფტიორი”.
რეჟისორი და ავტორია სპექტაკლებისა “სექსუალური რევოლუცია”, “ბომჟები”, “ებრაელები”, “კოკაინი”, “აგვისტოს სიგიჟე”.
გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი: “ბზარი”, “ფრენა სატრფოსთან”, სიკვდილისთვის მზადება”, “ევას ტერიტორია”, “არქიტექტურა მოთხოვნით”, “შთაგონებისთვის დევნა”, “აზარტი”, “ორი სახლი ერთ კვარტალში”, “გრუზინები რუ”, “ნუშის სახლი”.
1996 წლიდან გამოიცა მისი რამდენიმე რომანი: “შიში”, “ქარავანს მოწყვეტილი”, “კუზი”. ასევე მოთხრობებისა და საბავშვო ლექსების კრებული: “აკვარიუმი”, “მე ვარ პატარა ადამიანი”. წლების განმავლობაში იყო ყოველთვიური საზოგადოებრივი ჟურნალ”იმიჯის” მთავარი რედაქტორი
Face control