იანვარი 27, 2013 12:00 am - იანვარი 27, 2013 1:15 pm
სად?რუსთაველის გამზ. #17, რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა), თბილისი
ფასი?6,7,8,9,10,12 GEL
ღონისძიების აღწერაანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ფილოსოფიური ზღაპარი ერთ მოქმედებად
თარგმნა გიორგი ჩიმაკაძემ
რეჟისორი – გიორგი თოდაძე
მონაწილეობენ – სოსო აბრამიშვილი, ლელა ახალაია, ირაკლი გრძელიშვილი, ბაჩი ლეჟავა, მამუკა ლორია, რუსუდან მაყაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ირაკლი სანაია, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ნიკოლოზ ქაცარიძე, ლევან ხურცია
სპექტაკლის შესახებ:
ჩვენ ყველანი ასაკთან ერთად ვშორდებით ბავშვობას, ყველაზე ბედნიერ და სანუკვარ ხანას. ვხდებით დიდები და ხშირად პატივმოყვარეობით, ანგარებითა და სიცრუით ვქმნით ჩვენს მიკროსამყაროს. “რა უცნაური ხალხია ეს დიდები”, – ეს სევდანერევი ინტონაციით ნათქვანი სიტყვები რეფრენივით გასდევს პატარა უფლისწულის მოგზაურობას დედამიწაზე. “პატარა ფილოსოფოსი” ცდილობს გააღვიძოს ჩვენში მივიწყებული ოცნების უნარი – “თითოეულმა მოვკალით ჩვენში მოცარტი”. გულისტკივილით გვშორდება პატარა უფლისწული და იმედი აქვს, რომ ადამიანებს აღარასოდეს მოგვინდება გავწყვიტოთ კავშირი ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან, საიდანაც ჩვენი ბავშვობა გვიღიმის. გოგი თოდაძე
(+995 32) 272 68 68