იანვარი 26, 2013 7:45 pm - იანვარი 26, 2013 9:55 pm
სად?რუსთაველის გამზ. #17, რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა), თბილისი
ფასი?6,7,8,9,10,12 GEL
ღონისძიების აღწერაჰაინრიხ ფონ კლაისტი
დრამა ორ მოქმედებად
თარგმანი გოშა გორგოშიძის და ნინო კანტიძის
რეჟისორი – გოშა გორგოშიძე
მონაწილეობენ – მანანა აბრამიშვილი,ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ირაკლი მაჭარაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ბექა სონღულაშვილი, ია სუხიტაშვილი, დავით უფლისაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, მარინა ჯანაშია
პიესას საფძვლად უდევს ისტორიული ბრძოლა, რომელიც 1675 წელს გაიმართა ფერბელინთან გერმანელებსა და შვედებს შორის.
სპექტაკლის შესახებ:
პატარა პრუსია დიდ შვედეთს ებრძვის. მკაცრი დისციპლინა ჯარში და სტრატეგიული ნიჭი პრუსიის დიდ მთავარს საშუალებას აძლევს შვედები თანდათან განდევნოს თავისი მიწიდან. გადამწყვეტი ბრძოლის დღე დგება. პრინც ჰომბურგს, ახალგაზრდა, ნიჭიერ გენერალს, მთავარი საგანგებო განკარგულებას აძლევს – იგი ბრძოლაში მხოლოდ ბრძანების შემდეგ უნდა ჩაერთოს. თუმცა მეოცნებე, შეყვარებული ჭაბუკი მოვლენებს დაასწრებს და შეტევაზე გადავა. ბრძოლა გამარჯვებით მთავრდება, მაგრამ ჰომბურგმა სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი ბრძანების დარღვევისათვის. . .
(+995 32) 272 68 68