დეკემბერი 11, 2012 12:00 am - დეკემბერი 11, 2012 6:00 pm
სად?5 Marjanishvili St., Third Floor, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ფასი?უფასო
ღონისძიების აღწერა„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მართავს საჯარო დისკუსიას, რომელიც შეეხება, მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საქართველოში პოლიტიკურ დისკუსიასა და დაგეგმვაში სოციალურ ქსელ Facebook-ის გამოყენების ეფექტურობას. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, მესამე სართული.
შეხვედრაზე განიხილება რამდენად ჯეროვნად ხდება აღნიშნული ქსელის გამოყენება მოქალაქეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებსა თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ასაგებად, საზოგადოების პრობლემების გასაჟღერებლად და იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში;
• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook -ის პლატფორმის გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 1 ივლისიდან ოთხი თვის მანძილზე, განახორციელა საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური FACEBOOK გვერდების მონიტორინგი. დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა სარეკომენდაციო პაკეტი.
შეხვედრის დასაწყისში ორგანიზატორები წარმოადგენენ კვლევის ძირითად შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება ღია დისკუსია.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.turashvili@idfi.ge.
ადგილები შეზღუდულია.