მარტი 23, 2013 7:45 pm - მარტი 23, 2013 10:00 pm
სად?რუსთაველის გამზ. #17, რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა), თბილისი
ფასი?6,7,8,9,10,12 GEL
ღონისძიების აღწერალაშა ბუღაძე
კომედია ორ მოქმედებად
რეჟისორი - რობერტ სტურუა
მხატვარი - თემურ ნინუა
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
სპორტული ილეთები კახა ხოშტარიასი
რეჟისორის თანაშემწე –
ციცინო გვაზავა
მონაწილეობენ – ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, ბესო ზანგური, ნინო თარხან-მოურავი, გაგი სვანიძე, ია სუხიტაშვილი, ნიკა ქაცარიძე, დარეჯან ხარშილაძე, ლევან ხურცია, ნანუკა ხუსკივაძე
სპექტაკლის შესახებ -
სპექტაკლში ლაშა ბუღაძის ორი პატარა პიესაა წარმოდგენილი. “ვალიკო და ანგელოზები” მოგვითხრობს ჯარისკაცის ამბავს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ანგელოზი ფიელი. ხეიბარ მებრძოლს ანგელოზები ეწვევიან, მათ უნდათ უკან, ზეცაში დააბრუნონ ფიელი. ამავე დროს უფროსი ანგელოზი ვალიკოს ანეკდოტს უყვება მონადირეზე და დათვზე. მიხვდება კი ჯარისკაცი რისი თქმა სურს ანგელოზს? “დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი” _ ქვეყნის პირველ პირს ახალი მცველი ჰყავს. ბიჭი მზადაა თავი გასწიროს პრეზიდენტისთვის. მაგრამ მცველის ბრმა, ფანატიკური სიყვარული და ერთგულება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს თავად პრეზიდენტისთვის.
(+995 32) 272 68 68