მარტი 28, 2013 7:00 pm - მარტი 28, 2013 8:30 pm
სად?რუსთაველის გამზ. #17, რუსთაველის თეატრი (ექსპერიმენტული სცენა), თბილისი
ფასი?6, 8 GEL
ღონისძიების აღწერამონოსპექტაკლი ერთ მოქმედებად
ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება მურმან ჯინორიასი
“ამ სპექტაკლით მინდა ჩვენი ახალგაზრდობა მივუახლოვო ქართულ გენეტიკურ მახსოვრობას.”
მურმან ჯინორია
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული – ტერენტი გრანელთან, ზაფხული – გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება. სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით
(+995 32) 272 68 68