ოქტომბერი 14, 2012 8:00 pm - ოქტომბერი 14, 2012 10:00 pm
ფასი?Unknown
ღონისძიების აღწერარაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა „კატცელმახერი“ 60–იანი წლების ბოლოს დაიწერა, ეკრანიზაცია თავად ფასბინდერმა 1969 წელს გადაიღო და ფილმში გერმანიაში სამუშაოდ ჩამოსული ბერძენი ემოგრანტის როლიც თავად ითამაშა. ლეგენდარული გერმანელი რეჟისორის ეს პიესა და ფილმი მისი ადრეული შემოქმედებიდან ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია.
პიესა მოგვითხრობს გერმანიის ერთი პატარა პროვინციული ქალაქის მცხოვრებ ახალგაზრდებზე, მათ უსახურ, უინტერესო ცხოვრებაზე, რომელიც ერთი ხელის მოსმით იცვლება, როცა ქალაქში ბერძენი ემიგრანტი ჩამოდის სამუშაოდ. გერმანელი ახალგაზრდების ყველა პრობლემა ერთბაშად პოულობს განსხეულებას, მტრის ხატი შექმნილია – ყევლაფერი ამ ბერძენი „ღორი კომუნისტის“ ბრალია და იგი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რადგან მათი ლოგიკით „უცხოელი არ შეიძლება კარგი ადამიანი იყოს“.
ფასბინდერი სადად და ზუსტად ხსნის ქსენოფობიის ბუნებას, თითქოს სასაცილო და ამავდროულად სასტიკ ტექსტში.
ქართულ სცენაზე მისი პიესა პირველად იდგმება სამეფო უბნის თეატრში.
იესის ავტორი
რაინერ ვერნერ ფასბინდერი
რეჟისორი
მიხეილ ჩარკვიანი
კომპოზიტორი
ნიკა ფასური
მხატვარი
ლევან ოჩხიკიძე
თარგმანი
დავით გაბუნია
მონაწილეობენ
გაგა შიშინაშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ანი გულიაშვილი, მაგდა ლებანიძე, ანა წერეთელი, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, შაკო მირიანაშვილი, პაატა ინაური.
სპექტაკლი განხორციელდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.