დეკემბერი 31, 2012 11:00 pm - იანვარი 1, 2013 6:00 am
სად?ტაბიძის 3/5, დივანი, თბილისი
ფასი?20 GEL
ღონისძიების აღწერაახალი წელი დივანში!
31 დეკემბერი, ფესტივალი-რეტორაცია დივანი
ბილეთის ფასი – 20 ლარი.
23:00 – დასაწყისი
00:00- ახალ წლის შეხვედრა,
02:00 – ჯგუფი “პორნოპოეზია” (თქვენი ბავშვობის სიმღერების პანკ-ვერსიები),
03:30 – Direktör / Gabunia,
02:00 – D2R2 (ლაუნჯი).
მაგიდების დეპოზიტი
კაფე – 6 ადგილიანი მაგიდა – 500 ლარი,
კაფე – 4 ადგილიანი მაგიდა – 200 ლარი,
ლაუნჯი – 6 ადგილიანი მაგიდა – 500 ლარი .
(შენ: მაგიდის შემკვეთები არ იხდიან შემოსვლის 20 ლარს)
მაგიდების წინასწარ დასაჯავშნად დარეკეთ
FAQ – ხშირად დასმული შეკითხვები:
1. როგორ შევიძინოთ ბილეთები “დივანის” ახალი წლის წვეულებაზე და რა ღირს ბილეთი?
ბილეთების შეძენას შეძლებთ ადგილზე, დივანის შესასვლელში, ბილეთის ფასი არის 20 ლარი და ის წარმოადგენს თქვენს საშვს დივანის ყველა სართულზე, საკონცერტო დარბაზში, კაფეშიც და ლაუნჯში, თუმცა ბილეთის მფლობელი ავტომატურად არ იღებს დასაჯდომ ადგილს…
2. როგორ მოვიქცე თუ მინდა დაჯდომა, მაგიდა, ჭამა-სმა და ასე შემდეგ?
თუ დიდი შემადგენლობით მოდიხართ დივანში და ფიქრობთ რომ კარგი იქნებოდა მაგიდასთან დასხდომა ამ შემთხვევაში იქცევით შემდეგნაირად. რეკავთ 599 01 88 84 ან 574 47 90 93 და აკეთებთ მაგიდის ჯავშანს.
მაგიდების დეპოზიტები შემდეგია:
კაფე – 6 ადგილიანი მაგიდა – 500 ლარი,
კაფე – 4 ადგილიანი მაგიდა – 200 ლარი,
ლაუნჯი – 6 ადგილიანი მაგიდა – 500 ლარი.
ყურადღება: მაგიდის შემკვეთი 4 ადამიანი (ან 6 დიდი მაგიდის შემთხვევაში) არ იხდის შემოსვლის საფასურს 20 ლარს. რათქმაუნდა არ არის აკრძალული რამდენი ადამინიც გინდათ დასვათ თქვენს მაგიდასთან, თქვენს მაგიდაზე ან თქვენი მაგიდის ქვეშ ) უბრალოდ შემოსვლის დროს 4 (ან 6 დიდი მაგიდის შემთხვევაში) ადამინი შემოდის ბილეთის საფასურის გადახდის გარეშე.
3. რას ნიშნავს მაგიდის დეპოზიტი 200 ლარი?
ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ ფერნანდო!!! )) აქ 200 ლარიან მაგიდაზე ხილის აროტრს და ერთ შამაპურს არ ელოდოთ!!!
200 ლარი რომელსაც თქვენ გადაიხდით შემოსვლისას მთლიანად თქვენს მიერვე იხარჯება თქვენივე შერჩეულ საჭმელზე, სასმელზე თუ რაიმე სხვაზე ) მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ რომ 200 ლარად შეგიძლიათ დალიოთ 80 ჭიქა არაყი, 20 რედბული არყით ან შეჭამოთ 66,7 ცალი მექსიკური კარტოფილი ან, და ა.შ. ))
4. რას დაუკრავს “პორნოპოეზია”?
ჯგუფი “პორნოპოეზია” (რომლიც აპირებს დაცვით მოვიდეს რადგან ფემინისტებს ელოდება დივანის წინ ))) ) ახალი წლის ღამეს 02:00-ზე თქვენს წინაშე წარსდგება თქვენი და ჩვენი (ვისაც ბავშვობა 90-იანებში ან უფრო ადრე ჰქონდა) საყვარელი ბავშვობის სიმღერების გათანამედროვებულ-გაპანკებული ვერსიებით, თუმცა როგორც თვითონ კულუარულ საუბრებში აღნიშნავენ მარტო პანკს არ უნდა ველოდოთ და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გვიმზადებენ…
რაც შეეხება სიმღერებს, რამოდენიმე მათგანი გაგვიმხილეს კიდეც:
ერთი ციდა – მულტფილმი “მგელი და კრავი”,
მშვენიერმა მაისმა – კინოფილმი “ჭრიჭინა”,
Ничего на свете лучше нету – მულტფილმი “Бременские Музыканты”,
Is You Is Or Is You Ain’t My Baby – მულტსერიალი “Tom and Jerry”
და სხვები ))
5. რა ხდება ლაუნჯში?
კონცერტის მიმდინარეობის დროს ლაუნჯში პარალალურად დაუკრავს D2R2, მათთვის ვინც დარბაზში არ დაეტევა ან დაეზარება პანკის მოსმენა, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო DJ პროექტი დახვდება ლაუნჯში. ასევე კონცერტის დასრულების შემდეგ 03:30-დან ქვედა სართულზე დაუკრავენ Direktör და Gabunia – ამ პროექტზე კი დივანის სტუმრებს ძლიან კარგად მოეხსენებათ ყველაფერი, ისინი ჩვენი ხშირი სტუმრები არიან:))
PornoPoezia, Direktor/Gabunia, D2R2
Entrance?Age control 18+
Telephone?599 01 88 84