მარტი 22, 2013 7:45 pm - მარტი 22, 2013 9:00 pm
სად?რუსთაველის გამზ. #17, რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა), თბილისი
ფასი?8 GEL
ღონისძიების აღწერაფრიდრიხ დიურენმატი
ერთ მოქმედებად
თარგმანი მანანა ჭელიძისა
რეჟისორები – რობერტ სტურუა და ანდრო ენუქიძე
მხატვარი – მირიან შველიძე
მუსიკალური გაფორმება
ია საკანდელიძისა
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი
მონაწილეობენ – თათული დოლიძე, ზუკა პაპუაშვილი, ლევან ხურცია
სპექტაკლის შესახებ -
ალისა და ედგარი 25 წელის ცოლ-ქმარი არიან. ედგარი არტილერიის ერთი რიგითი მასწავლებელია, უკვე ხანში შესული და ავადმყოფი, ალისა კი ყოფილი მსახიობი. თუმცა ქმრის მოთხოვნით სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა. ახლა ცოლ-ქმარს მხოლოდ სიძულვილი და ზიზღი შერჩენიათ ერთმანეთის მიმართ და ამას არც მალავენ. მოულოდნელად გამოჩნდება კურტი, რომელმაც 25 წლის წინათ მიატოვა ალისა და ქალი ედგარს გაჰყვა ცოლად. კურტის ჩამოსვლა ცოლ-ქმრის ცხოვრებას ააფორიაქებს. კურტს ისევ განუახლდა ლტოლვა ალისას მიმართ. ქალი მზად არის გაჰყვეს მას, მაგრამ კურტი ამჯერადაც მიატოვებს.
(+995 32) 272 68 68