ძველი მეტეხი
მეტეხის აღმართი 3, თბილისი
ზოგადი აღწერილობა
სასტუმრო თბილისის ცენტრალურ და ძველ ისტორიულ ადგილას მდებარეობს. მეტეხის ტაძარი, მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლი, ნარიყალა, მტკვარი ხედებად იშლება და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
სასტუმრო სამ სართულიანია, რომელიც მოიცავს 7 ლუქსს, 2 აპარტამენტს და 6 მასარდსი ტიპის ოთახს. ყველა მათგანი აღჭურვილია ტელეფონით, საკაბელო ტელევიზიით, ცენტრალური გათბობა-ცხელი წყლით, ინტერნეტითა და მინი ბარით.
ღამის გატარება "ძველ მეტეხში" 70-140 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. ფასში შედის მრავალფეროვანი დილის საუზმე (8:00 - 11:00). ფართე აივანი თითქმის ყველა ოთახს აქვს, რომელიც ზედ მტკვარზეა გადაკიდებული. აქ ჯდომას, ყავის დალევას, მასლაათს და განათებული თბილისის ყურებას არაფერი სჯობს.
პირველ სართულზე არის ბიზნეს შეხვედრების ოთახი, ზემოთ კი 40 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზია. პირდაპირ მისწრებაა საქმიანი გარიგებების საწარმოებლად.
სასტუმროს აქვს ბარ-რესტორანი "ძველი მეტეხი", სადაც შეგიძლია მიირთვა უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები.
გულღია მასპინძლები, სასტუმრო "ძველ მეტეხში" 24 საათის განმავლობაში ელის თავის სტუმარს.
სურათები
ადგილმდებარეობა რუქაზე
დეტალები
-
კატეგორია
თბილისი » სასტუმროები
საქმიანობა
სასტუმრო
პროდუქტები
14 ოთახი
-
განსაკუთრებული მომსახურება
-
ბარი
-
პარკინგი
-
კონდიცირება
-
ტელეფონი
-
ტელევიზორი
-
სამზარეულო
-
Wifi
სპეციალობები
ფასში შედის საუზმე
ადგილმდებარეობა
ძველი თბილისი
სამუშაო საათები
24h
ვარსკვლავების რაოდენობა
3
შეფასება
loading...
loading...
კომენტარები
დააკომენტარე