ვაშლოვანის ქ. 3, თბილისი
          					
        
        
        ზოგადი აღწერილობა
        შესასვლელ კარებში გამოსახული წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაგხვდება უნგრულ-ქართული სამზარეულო. თუ აჰყვები ცდუნებას და კარებს შეაღებ, აღმოჩნდები გარემოში, სადაც ელიტარული დამოკიდებულება აქვთ ჯაზისადმი. 
კაფე სამი დარბაზისგან შედგება. პირველი - ბარის დარბაზი, სადაც მზადდება უგემრიელესი კოქტეილები. აქვთ 350 დასახელების სასმელი, საუკეთესო ღვინოები და ხუთი დასახლელების ლუდი. განათებული აქვარიუმი კი, მოცურავე ბინადრებითურთ ოპტიკურ კომფორტს ჰქმნის. 
მეორე დარბაზი - ეს არის აივანი, სადაც ვიწრო, დახვეული ხის კიბეებით ადიხარ. დარწმუნებული ვარ, ყველაზე ამაღელვებელი პაემნები აქ შედგებოდა. არ შეიძლება არ აგაღელვოს ცოცხალმა, გემოვნებიანმა მუსიკამ (20:00-24:00), მომსახურე პერსონალის მომღიმარმა სახეებმა და უგემრიელესმა უნგრულმა კერძებმა, როგორიცაა "გულიაში", "შნიცელი", "ჰორტობადე" (უნგრული ხორციანი ბლინი) და სხვა. 
მესამე დარბაზი - ეს არის ოთახის დარბაზი, ძველი ხევსურული სტილის ხალიჩებით და წინაპრების სურათებით. არც ერთ დარბაზში მოწყენილობა არ სუფევს. აქ ჯაგა-ჯუგი მუსიკა და ხმაური არ შეგაწუხებს, რამეთუ ბარში საზოგადოება დასვენება-განტვირთვისთვის შემოდის. 
გული აღარ გიფრიალებს და უსიამოვნო შეგრძნება ამ დილით რომ გადაიტანე აღარ ნანობ. 
                ადგილმდებარეობა რუქაზე
                                        
            
        
                     
                     
        დეტალები
        
        	- 
                კატეგორია
                    
                    თბილისი » კაფეები
                 
- საქმიანობა- ჯაზ-როკ კაფე 
- პროდუქტები- უნგრულ-ქართული 
- გარემო- პარასკევი-შაბათი, 21:00-00:00 საათამდე მუსიკა ცოცხალი შესრულებით, ბენდი "TSU "ART", ცოცხალი მუსიკა (ჯაზი, როკი, ბლუზი, კლასიკა) 
- 
			განსაკუთრებული მომსახურება
				- 
					 ბარი ბარი
- 
					 პარკინგი პარკინგი
- 
					 კონდიცირება კონდიცირება
- 
					 ტელეფონი ტელეფონი
- 
					 სამზარეულო სამზარეულო
 
- სპეციალობები- კლუბის წევრებისთვის ფასდაკლება, გთავაზობთ ფეხბურთების ჩვენებას დიდ მონიტორზე, ბარში გთავაზობთ საგაზაფხულო, 20% ფასდაკლებას. 
- ადგილმდებარეობა- ვერა 
- სამუშაო საათები- ყოველდღე, 12:00 - ბოლო სტუმრის წასვლამდე 
- ვარსკვლავების რაოდენობა- 3 
 
        
                         
შეფასება
loading...
loading...
კომენტარები
დააკომენტარე