შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.
marjanishvilis teatri

ეუხენა ბალბოა

(კატეგორია: თბილისი) როდის?

ნოემბერი 20, 2012 8:00 pm - ნოემბერი 20, 2012 10:00 pm

სად?

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი

ფასი?

უფასო

ღონისძიების აღწერა

ალეჰანდრო კასონას პიესის „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მიხედვით
ეუხენა ბალბოა
ლირიკული კომედია სამ მოქმედებად

სცენიური ადაპტაცია ლევან წულაძის და დიმიტრი ხვთისიაშვილის

დამდგმელი რეჟისორები ლევან წულაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი

მხატვარი ნინო სურგულიძე

ქორეოგრაფი გია მარღანია

მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის

კონცერტმეისტერი ნინო ბაგრატიშვილი

რეჟისორის თანაშემწე ნათელა შალიკაშვილი

ალეჰანდრო კასონას პიესა „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მარჯანიშვილის თეატრის აფიშაზე პირველად 1956–57 წლების სეზონში გამოჩნდა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე და თენგიზ კანდინაშვილი.მხატვარი ფარნაოზ ლაპიაშვილი, კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. პრემიერა 1957 წლის 26 თებერვალს შედგა, სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ეუხენა), ალექსანდრე ომიაძე (ფერნანდო),მედეა ჯაფარიძე (მარტა), ედიშერ მაღალაშვილი (დირექტორი) , გიორგი შავგულიძე (მაურისიო) და სხვები.

სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად, განსაკუთრებით კი ვერიკო ანჯაფარიძის ბებია ეუხენას. ცნობილი მსახიობი ფაინა რანევსკაია წერდა :“რა სინდისი უნდა მქონდეს,მე კიდევ ვითამაშო ბებია … მე აღარ ვითამაშებ მას! ის თქვენ გეკუთვნით“. 14 წელი ამშვენებდა ეს სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარს.გაიმართა ხუთასზე მეტი წარმოდგენა…

ნახევარი საუკუნის შემდეგ თეატრი კვლავ მიუბრუნდა ა.კასონას ამ ნაწარმოებს, ოღონდ ამჯერად ადაპრიტებული ვერსიით, რომელიც სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორებს ლევან წულაძესა და დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნით.

პიესის პირველწყაროდან დარჩა მხოლოდ სიუჟეტური ქარდა და იმისათვის, რომ წარმოდგენას მეტი თანამედროვე ჟღერადობა შეეძინა, ახალ ვერსიაში ბევრი რას სრულიად ახალი და გათანამედროვებულია. ამიტომაცაა,რომ სპექტაკლის ავტორები „ეუხენა ბალბოას“ ა.კასონას პიესის „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მიხედვით წარმოგვიდგენენ.ამ პიესის არჩევანი კი განაპირობა, საქართველოს სახალხო არტისტის, ორგზის სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატის , ქალბატონი თამარ სხირტლაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავმა.

ამ ორ დადგმას შორის საერთო არაფერია,მსგავსება კი ძალიან ბევრი: უპირველესი ის, რომ ორივეჯერ ეს პიესა მსახიობი ქალის საბენეფისოდ განხორციელდა, ორივეჯერ სპექტაკლებსს ორ–ორი რეჟისორი აწერს ხელს და ორივეჯერ სპექტაკლებში ძალიან სერიოზული აქტიორული ძალებია თავმოყრილი. ვიმოდოვნებთ, რომ „ეუხენა ბალბოაც“ პოპულარული და საყვარელი გახდება ქართველი მაყურებლისათვის, როგორიც ამ პიესის პირველი სცენიური ვერსია იყო ჩვენი თეატრის რეპერტუარში.

ხარ დაინტერესებული? კი *უნდა იყო დარეგისტრირებული თანხმობის მისაცემად.
  • ვინ არიან დაინტერესებულნი? (1)

    • Catalina Bustos
    See more
  • Statistics

    • Statistics is available only for events with at least 4 interested users.
  • მზგავსი ღონისძიება