შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.
JOHN-LENNON

ჯონ ლენონის წიგნის პრეზენტაცია

(კატეგორია: თბილისი) როდის?

დეკემბერი 8, 2012 5:30 pm - დეკემბერი 8, 2012 9:00 pm

სად?

რუსთაველის გამზირი 22, მაგთიკლუბი

ფასი?

უფასო

ღონისძიების აღწერა

ჯონ ლენონის მკვლელობის დღეს, “მაგთიკლუბში” გიწვევთ ჯონ ლენონის წიგნის “როგორც მეწერება” პრეზენტაციაზე.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს მომღერალი ნინო ჩიქოვანი თავის ბენდთან ერთად.

ჯონ ლენონი – ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, მხატვარი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფ “ბითლზის” დამფუძნებელი და წევრი.

“ბითლზის” მუსიკა 1960-იან წლებში ქარიშხალივით მოედო მთელ მსოფლიოს და არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. დღემდე მათ უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავთ, თუმცა ქართველი მკითხველისთვის შესაძლოა გარკვეული მოულოდნელობა იყოს ჯონ ლენონის, როგორც მწერლის გაცნობა, მიუხედავად იმ საზოგადოდ ცნობილი ფაქტისა, რომ ლენონი, პოლ მაკარტნისთან ერთად, თავად წერდა ტექსტებს სიმღერებისთვის, რომლებიც ელვის სისწრაფით ხდებოდა მსოფლიო ჰიტები.

“როგორც მეწერება” (“In His Own Write”) ჯერ კიდევ 1964 წლის 23 მარტს გამოიცა ერთდროულად დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ინგლისში წიგნის გამოსვლის პირველსავე დღეს 50 000 ეგზემპლარი გაიყიდა. მას შემდეგ ითარგმნა მსოფლიოს უამრავ ენაზე და ბესტსელერად იქცა.

წიგნი მოიცავს ლენონის პატარა მოთხრობებს, ლექსებს, ნახატებს, ხშირად სიურრეალისტურსა და თითქმის მუდმივად არაადეკვატურს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი გაგებით ეს ლენონის პირველი სოლო პროექტი გახლდათ.

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ.

დასწრება თავისუფალია!

Telephone?

(+995 595) 58 00 58 , (+995 599) 50 00 22,

ხარ დაინტერესებული? კი *უნდა იყო დარეგისტრირებული თანხმობის მისაცემად.
  • ვინ არიან დაინტერესებულნი? (0)

    See more
  • Statistics

    • Statistics is available only for events with at least 4 interested users.
  • მზგავსი ღონისძიება