ზოგადი აღწერილობა
სასტუმრო „მართინი“ მდებარეობს კვარიათში, ბათუმის ცენტრიდან 14 კილომეტრში, საქართველოს უძველესი და ულამაზესი მხარის ლაზეთის ტერიტორიაზე,
სასტუმროს სახელი „მართინი“ ლაზური სიტყვაა და თოლიას ნიშნავს.
კომპლექსი მდებარეობს სუბტროპიკული ხეებითა და მცნარეებით დაფარულ ულამაზეს ხეობაში და გადაჰყურებს ზღვის სანაპიროს, რის გამოც ზღვისა და მთის ჰაერის მუდმივი ცირკულაცია კომფორტულ მიკროკლიმატს ქმნის.
სასტუმროს ტერიტორიაზე ბუნგალოს ტიპის ორი ღია რესტორანია, ერთ-ერთ მათგანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, ხოლო მეორეში კი პროფესიონალი მზარეული შემოგთავაზებთ ევროპულ, აზიურ, ქართულ და ასევე ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ უგემრიელეს კერძებს. ორივე ბუნგალოში გამოცდილი ბარმენები თქვენთვის ეგზოტიკურ კოქტეილებს მოამზადებენ.
სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს უფასო საცურაო აუზი და ავტოსადგომი.
სასტუმრო გთავაზობთ საშუალო სტანდარტის კომფორტულ და მყუდრო 12 ნომერს:
4 საწოლნახევრიანს, 6 ორ ადგილიანს, 2 სამ ადგილიანს, ერთ 4 ადგილიან აპარტამენტს.
ნომრის ღირებულებაში 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე შედის საუზმე.
სურათები
დეტალები
შეფასება
loading...
loading...
კომენტარები
დააკომენტარე