შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.

შარდენ ვილა

ლესელიძს ქ. 42, თბილისი

ზოგადი აღწერილობა

სასტუმრო "შარდენ ვილა" მდებარეობს განახლებულ ისტორიულ შარდენის ქუჩაზე (ყოფილი სავაჭრო ქუჩა, რომელიც ქალაქს 1867 წლიდან ამშვენებს). გეოგრაფიულად თბილისის ცენტრი ზუსტად ამ ადგილს ემთხვევა. აქედან იწყება ტურისტული ბილიკი "ნარიყალასკენ", გარშემო მდებარეობს უამრავი ეკლესია, აგრეთვე სინაგოგა, მეჩეთი. სასტუმრო ახლოსაა რუსთაველის პროსპექტთან, თავისუფლების მოედანთან, მუზეუმთან და თეატრთან, სტუმარს შეუძლია ტრანსპორტის გარეშე თავისი გემოვნების მიხედვით მივიდეს ნებისმიერ კაფეში, რესტორანში, ბუტიკში, სალონსა თუ გასართობ ცენტრში. არაჩვეულებრივად სასიამოვნო, მშვიდი და მყუდრო გარემო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიზაინის ინტერიერი და ექსტერიერი სრულ კომფორტს უქმნის აქ მომსვლელ სტუმარს. კომუნიკაციის სრულყოფილი სისტემის საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქთან დაკავშირება. ფუნქციონირებს საკაბელო ტელევიზია. ნებისმიერი ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრო და ვიდეო-აპარატურით, გათბობა-გაგრილებისა და ცხელი წყლის სისტემებით, ელეგანტური ავეჯით. სასტუმროს ყველა ნომერს აქვს განუმეორებელი სილამაზის მქონე ხედები ქალაქის ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების სახით. სასტუმრო "შარდენ ვილა" მოიცავს 21 თანამედროვე, კეთილმოწყობილ ნომერს.

სურათები

ადგილმდებარეობა რუქაზე

დეტალები

  • კატეგორია

    თბილისი » სასტუმროები

  • საქმიანობა

    სასტუმრო

  • პროდუქტები

    21 ოთახი

  • განსაკუთრებული მომსახურება

    • ბარი
    • ხელმისაწვდომია შშმ პირთათვის
    • კონდიცირება
    • მინი ბარი
    • ტელეფონი
    • ტელევიზორი
    • სამზარეულო
    • Wifi
  • ადგილმდებარეობა

    ძველი თბილისი

  • სამუშაო საათები

    24h

  • ვარსკვლავების რაოდენობა

    4

საბანერო რეკლამა!