ქიქოძის ქ. 8, თბილისი
ზოგადი აღწერილობა
In vino veritas – ღვინოშია ჭეშმარიტება - ყველაზე ჯანმრთელი დასახელებაა, დასახელებებს შორის. ის ქართულ-ევროპული რესტორანია.
არა, აშკარად იგრძნობა ხელოვანის ხელი და იცით რატომ? იმიტომ რომ ამ რესტორანის ინტერიერი რობერტ სტურუას (რეჟისორი) და ზაზა პაპუაშვილს (მსახიობი) ეკუთვნის, ასევე დასახელებაც მათი შერჩეულია. ყველაფერი ხელნაკეთია, გემოვნებიანი და უჩვეულო. კედლები ძველი აგურისაა. ბარის ოთახის ჭერზე ხევსურული სტილის ხალიჩებია გაკრული. ამ ოთახშივე დგას, განცალკევებით, ამაღლებულ ადგილას ერთი ძველის-ძველი სავარძელი, ყვავილებით გარშემორტყმული. რესტორანში შემოსული იუბილარი (და არა მარტო) ამ სავარძელში ჯდება და აქედან იღებს მილოცვებს. სავარძლის გვერდით, მთელი კედელი დაკავებული აქვს ზეთით შესრულებულ ნახატს, სადაც აღწერილია ძველი თბილისი, მტკვარზე ტივი, მედოლეები, ყარაჩოხელები. უშველებელია და ულამაზესი. ქვემოთ წითლად აწერია "მირო - 2000 წ". სურათი მალე სამუდამოდ ბინას დაიდებს მუზეუმში.
ამ ოთახიდან რამოდენიმე საფეხურს ჩაივლი და მეორე ოთახში აღმოჩნდები (ოთახები ღიაა და კარები მხოლოდ რესტორანში შემოსასვლელს, "კუპეს", სველ წერტილებს, სამზარეულოს და გარეთ, ეზოში გასასვლელს აქვს). მაგიდაზე წითელი გადასაფარებლები, თეთრი თეფშები, ჩუმი განათება, 20:00 საათის შემდეგ წყნარი ფორტეპიანოს მუსიკა (ცოცხალი შესრულება) საშუალებას იძლევა მოდუნდე და მენიუს ჩაუღრმავდე. თუ რამეს ამოარჩევ მაგარი იქნება. იმიტომ რომ აქ ყველაფერი უგემრიელესია. ისეთი რამე-რუმეებს აკეთებენ, თითებს ჩაიკვნეტ.
გვერდს ვერ აუვლი საფირმო კერძს In vino veritas, ცხელ კერძებს ხბოს ხორცით, მუსკატის კაკალით, ღვინით და ნაღებით, ორაგულს ბაჟეში, ჭვიშტარს და სხვას. ამას ყველაფერს თუ მიაყოლებ ოჯახის ღვინოს (მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი), ჩათვალე რომ ეს დღე ნაყოფიერად გაგიტარებია.
ჰო, მართლა, აქვე, შენს თვალწინ, დიდ მაყალზე იწვება მწვადები, ტრიალებს სასიმოვნო ოხშივარი და ამას ყველაფერს ემატება მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობა, რომლებიც ცდილობენ მზრუნველი ხელის ნაკლებობა არ გაგრძნობინოს.
მოკლედ, აქ კარგად იციან რას აკეთებენ და როგორ.
ვამზადებთ დეკორატიულ სამკაულებს ხილისგან და ბოსტნეულისგან ბანკეტებისთვის, ფურშეტებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. ვიღებთ შეკვეთებს.
შეკვეთები კარვინგ-კომპოზიციების დამზადებაზე მიიღება შემდეგ ტელეფონებზე:
98 92 44; 899 33 43 99
1. კოშერის წითელი ღვინო (სერტიფიკატით)
2. დაბადების დღეების გადახდა ბავშვებისთვის, პროფესიონალი კლოუნით და საბავშვო მენიუთი (ფასი 15 ლარიდან)
3. ვიღებთ ახალი წლის ღამის შეკვეთებს, მუსიკალური პროგრამა სურვილისამებრ (მენიუ იწყება 30 ლარიდან)
ადგილმდებარეობა რუქაზე
დეტალები
-
კატეგორია
თბილისი » რესტორნები
საქმიანობა
რესტორანი
პროდუქტები
ქართულ - ევროპული სამზარეულო
-
განსაკუთრებული მომსახურება
-
ბარი
-
კონდიცირება
-
ტელეფონი
-
სამზარეულო
სპეციალობები
ბიზნეს შეხვედრებისთვის, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, ყოველ პარასკევს 21:00 - ლათინური ცეკვების საღამო
ადგილმდებარეობა
სოლოლაკი
სამუშაო საათები
ყოველდღე 12:00 - ბოლო სტუმრის წასვლამდე
ვარსკვლავების რაოდენობა
3
შეფასება
loading...
loading...
კომენტარები
დააკომენტარე