შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.

ქალაქური

შავთელის ქ. 13, თბილისი

ზოგადი აღწერილობა

"ქალაქური" 2006 წელს გაიხსნა. ის ძველი თბილისის ისტორიულ ადგილას მდებარეობს და სამ სართულზე განთავსებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპლექსური ტიპის რესტორანს წარმოადგენს. აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ეძლევა მრავალფეროვნად გაატაროს დრო და მიირთვას ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს საუკეთესო კერძები. კლუბი "ქალაქურის" პირველ სართულზე განთავსებულია კლუბი 120 პერსონაზე. ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კლუბის სტუმარს შესაძლებლობა ექნება დაესწროს განსხვავებულ მუსიკალურ შოუ-პროგრამებს. მათთვის კი, ვისაც სურვილი აქვს უფრო მშვიდ გარემოში განმარტოვდეს და დაისვენოს, კლუბში გათვალისწინებულია მყუდრო ადგილი, ე.წ. "chillout" 20 პერსონაზე. კლუბი გელით ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით: 23:00 სთ-დან - 03:00 სთ-მდე. რესტორანი "ქალაქურის" მეორე სართულზე განთავსებულია კლასიკური, თანამედროვე ტიპის რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოს დიდი არჩევანით, ძირითადი დარბაზი გათვლილია 100 პერსონაზე, 3 ვიპ - კუპე - 6, 12 და 25 პერსონაზე, ხოლო ღია ტერასა, რომელიც მტკვარსა და ძველ თბილისს გადმოჰყურებს - 50 პერსონაზე. რესტორანში ყოველ საღამოს სხვადასხვა მუსიკალური პროგრამაა წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცოცხალი ბენდის თანხლებით, მოისმინონ რუსული და ქართული რომანსები, ფრანგული შანსონები, პოპულალური ინგლისურენოვანი სიმღერები, ჯაზ-ბენდის ინსტრუმენტალური და ვოკალური კომპოზიციები. რესტორანი მუშაობს ყოველდღე: 12:00 სთ-დან - 24:00სთ-მდე; სამზარეულოს მუშაობს: 12:00 სთ-დან - 23. 30სთ-მდე; მუსიკალური პროგრამა: 20:00 სთ-დან - 23:00 სთ-მდე; ლაუნჯ-ბარი და აზიური ტერასა "ქალაქურის" მესამე სართულზე განთავსებულია ლაუნჯ-ბარი და აზიური ტერასა. თანამედროვე ინტერიერის ლაუნჯ-ბარი, რომელიც ინტიმურ გარემოს უქმნის სტუმარს, გათვლილია 80 - 99 პერსონაზე. ლაუნჯ-ბარი საუკეთესო ადგილია - მეგობრების წრეში მშვიდად გაატაროთ დრო და თავს მისცეთ მოდუნებისა და რელაქსაციის საშუალება. ამავე სართულზე მდებარეობს აზიური ტერასა 60-65 პერსონაზე, რომელიც სრულიად განსხვავებულ, სპარსულ სტილშია გაფორმებული, ძველი თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებით. ისტორიული თბილისის ხედებისა და ტერასის აზიური დიზაინის სინთეზი, აზიური მუსიკის ფონზე მორთმეული მრავალფეროვანი აღმოსავლური კერძები, ცეცხლოვანი მუცლის ცეკვები და, რა თქმა უნდა, ნარგილე - ყველაფერი ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე. იგრძენით თავი ნამდვილ აღმოსავლეთში. ლაუნჯ-ბარი და აზიური ტერასა მუშაობს ყოველდღე: 17:00 სთ-დან - 03:00სთ-მდე; სამზარეულო მუშაობს: 17:00 სთ-დან - 02.30სთ-მდე; მუცლის ცეკვები ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამას გარდა, "ქალაქური" გთავაზობთ აგრეთვე სადღესასწაულო წვეულებების, ბანკეტებისა და ფურშეტების მომსახურებას, ქეითერინგის სერვისს.

ადგილმდებარეობა რუქაზე

დეტალები

  • კატეგორია

    თბილისი » ღამის კლუბები

  • საქმიანობა

    რესტორანი, კლუბი, ლაუნჩ ბარი

  • პროდუქტები

    ქართულ - ევროპული

  • გარემო

    სასიამოვნო გარემო, ცყნარი მუსიკა, ღამით ხმამაღალი მუსიკა, DJ,

  • განსაკუთრებული მომსახურება

    • ბარი
    • პარკინგი
    • კონდიცირება
    • ტელეფონი
    • ტელევიზორი
    • სამზარეულო
    • Wifi
  • სპეციალობები

    ხუთშაბათი – მაია კვირკველია, პროგრამას გააგრძელებს Dჯ.დაჩი. პარასკევი – გიო ხუციშვილი, პროგრამას გააგრძელებს DJ დაჩი შაბათი – მერაბ სეფაშვილი ,პროგრამას გააგრძელებს Dj დაჩი კვირა – "კარაოკე ფართი" სალომე გოგიაშვილი წარუძღვება საღამოს, პროგრამას გააგრძელებს DJ დაჩი.

  • ადგილმდებარეობა

    ძველი თბილისი

  • სამუშაო საათები

    კლუბი: პარასკევი, შაბათი 23:00 სთ-დან; რესტორანი: 12:00-01:00; ლაუნჩ ბარი: 17:00-03:00

  • ვარსკვლავების რაოდენობა

    3

საბანერო რეკლამა!